რამდენი მლ. რძე ეკუთვნის ახალშობილს?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციით ( Breastfeeding counseling გვ.127) ექსკლუზიურად ძუძუთი კვების დროს
- ბავშვის საკვები მოცულობა რომელის წონაა > 2.5 კგ-ს არის
შეადგენს 150 მლ/კგ წონაზე დღეში, კვების სიხშირე - 8, კვებათა შორის ინტერვალი - 3 სთ.
მაგ.: ბავშვი არის 3 კგ. დღიურად ეკუთვნის 450 მლ. რძე, რომელიც უნდა განაწილდეს 8 კვებაზე ანუ თითო კვებაზე ეკუთვნის დაახლოებით 50-60 მლ საკვები.
- ხოლო ახალშობილი რომლის მასაც <2.5 კგ-ზე ნაკლებია ( მცირე წონის ახალშობილი)
საკვების საწყის მოცულობას წარმოადგენს 60მლ/კგ/ დღეში. შემდეგ ყოვედღიურად ხდება საკვების მოცულობის 20მლ-ით გაზრდა, სანამ საერთო მოცულობა არ იქნება 200 მლ/ კგ/ დღეში. კვების სიხშირე 8-12, კვებათა შორის შუალედი 2-3 სთ.
დედის რძე შეიცავს ბავშვისთვის საჭირო ყველა საკვებ ნუტრიენტს
(ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს და წყალს). ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილიდან მოინელება და შეიწოვება. ასევე შეიცავ სბიოაქტიურ ფაქტორებს რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მოუმწიფებელი იმუნიტეტის გაძლიერებას. ამიტომ ბავშვის ექსკლუზიურად ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
- WHO, ( Breastfeeding counseling გვ.127)
Комментариев нет:
Отправить комментарий